შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიასთან

შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიასთან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ისაუბრა რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ტრენინგების და ინოვაციური სერვისების შესახებ, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეებს სთავაზობს. შეხვედრის მონაწილეებმა წინასაარჩევნო გარემოზეც იმსჯელეს.

OSCE/ODIHR-მა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელება დღეიდან დაიწყო. გრძელვადიანი მისია დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას.  OSCE/ODIHR-ის გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის  22 დამკვირვებელი, ხოლო უშუალოდ არჩევნებს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება.