ირაკლი კოვზანაძე  ევროკავშირისა და UNDP- ის  პროგრამის   „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში

ირაკლი კოვზანაძე ევროკავშირისა და UNDP- ის პროგრამის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში" პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში" პროექტის მენეჯერს სოფო გურულს და ამ პროექტის  ექსპერტს მიხეილ კუკავას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შემდგომი ინპლემენტაციისთვის აუცილებელ საკითხებს. მხარეებმა იმსჯელეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის როლზე ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის საქმიანობაში.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ UNDP-ის პროგრამაში თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და  სტუმრებს  პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი კომიტეტისა ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით, რომელიც იმუშავებს   2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე, რაც გულისხმობს, როგორც საკანონმდებლო ჰარმონიზაციას, ასევე მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების მიმართ საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმართულებით.