ეს ძალიან კარგი ინიციატივაა პრეზიდენტის მხრიდან

ეს ძალიან კარგი ინიციატივაა პრეზიდენტის მხრიდან

უკრაინაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი ვაშინგტონის მიერ საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას იწონებს.

როგორც ვოლკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ”ძალიან კარგი” ინიციატივაა.

”ეს ძალიან კარგი ინიციატივაა პრეზიდენტის მხრიდან. პირადად ჩემი უპირველესი მანდატი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, უკრაინის საკითხებზე მუშაობა გახლავთ, ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის რანგში. თუმცა, შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. როგორ უკვე აღვნიშნე, საქართველოს შემთხვევაში ეს არის ხანგრძლივი პროცესი, სხვადასხვა ფაზებით. უკრაინის შემთხვევაშიც დიდი შრომა გვჭირდება, რადგან იქ ხალხი იბრძვის და იღუპება”, - განაცხადა ვოლკერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს საქართველოში ვიზიტის დროს წინადადებით მიმართა, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს.