გიორგი კახიანის აზრით, პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტის მომზადების ინიციატივით, ვეტოსთვის ემზადება

გიორგი კახიანის აზრით, პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტის მომზადების ინიციატივით, ვეტოსთვის ემზადება

”ქართული ოცნების” დეპუტატის გიორგი კახიანის აზრით, პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტის მომზადების ინიციატივით ვეტოსთვის ემზადება.

ამასთან, როგორც კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსესუსზე შეჯერების მიზნით არაერთ მცდელობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.

”პრეზიდენტის პოლიტიკური დღის წესრიგი გულისხმობს იმას, რომ კანონპროექტი, რომელსაც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიმუშავებენ, პარლამენტს ვეტოს ფარგლებში, მოტივირებული შენიშვნების სახით წარუდგინონ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ინიციატივა სწორედ ამ მიზანს ემსახურება”, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

”ქართული ოცნება” კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების მიღებას სექტემბრის ბოლოს აპირებს.