რაც უფრო მეტად წარმატებული იქნება საქართველო, მით უფრო მოუნდებათ დაკარგულ ტერიტორიებს მასთან შემოერთება

რაც უფრო მეტად წარმატებული იქნება საქართველო, მით უფრო მოუნდებათ დაკარგულ ტერიტორიებს მასთან შემოერთება

რაც უფრო მეტად წარმატებული იქნება საქართველო, მით უფრო მოუნდებათ დაკარგულ ტერიტორიებს მასთან შემოერთება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კურტ ვოლკერმა განუცხადა.

როგორც ვოლკერმა რუსული აგრესიისა და ოკუპაციის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველო წარმატებული უნდა იყოს.

„ვფიქრობ, ამ შემთხვევაში თქვენ გრძელვადიანი თამაში მოგიწევთ. საქართველო უნდა იყოს წარმატებული ქვეყანა, განახორციელოთ რეფორმები, ჩამოაყალიბოთ საუკეთესო ეკონომიკური სისტემა, საუკეთესო უნივერსიტეტები, აეროპორტი, ჯანდაცვის საუკეთესო სისტემასთან ერთად. ამ შემთხვევაში თქვენ იქნებით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცხოვრებთა ყურადღების ცენტრში, მიიქცევთ მათ ყურადღებას. ამჟამად, რუსეთს ისეთი პოზიცია უკავია, რომ სწრაფი ცვლილება შეიძლება ვერ დაინახოთ ამ მხრივ, მაგრამ რაც უფრო მეტად წარმატებული იქნება საქართველო, მით უფრო მოუნდებათ დაკარგულ ტერიტორიებს მასთან შემოერთება“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.