სოზარ სუბარი „ქართული მარშის“ აქციაზე: ან ამ ადამიანებს არ შეუძლიათ კანონის ფორმულირების გაგება, ან შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე

სოზარ სუბარი „ქართული მარშის“ აქციაზე: ან ამ ადამიანებს არ შეუძლიათ კანონის ფორმულირების გაგება, ან შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, „ქართული მარშის“ მონაწილეებს ან „გაგების უნარი აქვთ დაკარგული ან შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე“. ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის მოთხოვნით გუშინ გამართული აქციის კომენტირებისას განუცხადა.

„ის თემა, რაზეც გუშინ ისინი აქციას აწყობდნენ, ორ რაღაცაზე მეტყველებს: ან ამ ადამიანებს არ შეუძლიათ გაგება იმ ელემენტარული კანონის ფორმულირების, რომელზეც არის საუბარი, გაგების უნარი აქვთ დაკარგული ან კარგად ესმით, მაგრამ შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე. შესაბამისად, ისინი ვის საქმეს აკეთებენ - რომელი პარტიის ან საქართველოს რომელი მეგობრის - თვითონ ჩაეკითხონ თავის თავს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.