“ქართველთა მარშის” აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სურდა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში შესვლა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, დღევანდელი მმართველი გგუნდი საზოგადოებას პოლიციის ენით ესაუბრება და არჩეული აქვს ის პოლიტიკა, რომელიც ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას”, რაზეც საზოგადებას მყისიერი რეაგირება ექნება.