17 სექტემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

17 სექტემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

14-17 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.თუმცა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-13 სექტემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

14-17 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და ბარში იქნება +33, +35°; სანაპირო ზოლში +28, +30°; მთიან რაიონებში +28, +33°; მაღალმთაში +19, +24°, ზოგან +31°-მდე.12 სექტემბერს საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 1897 წელს +36.4 გრადუსი დაფიქსირდა, მინიმალური - 1916 წელს +8.5 გრადუსი.