ქარიშხალი „ირმას“ გამო, ფლორიდას შტატში 15 მილიონი ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა

ქარიშხალი „ირმას“ გამო, ფლორიდას შტატში 15 მილიონი ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა

აშშ-ში, ფლორიდას შტატში, ქარიშხალი „ირმას“ გამო, 15 მილიონი ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. ამის შესახებ გამოცემა USA Today იუწყება. აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის დაცვის მდივანის თანაშემწემ კრისტოფერ კრებსმა მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა.

„ელექტრომომარაგების აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ელექტროენერგიის ხაზების თავიდან აშენება იქნება საჭირო“, - განაცხადა მან. 

ქარიშხალი „ირმა“ თავდაპირველ ეტაპზე მეოთხე კატეგორიის ქარიშხალს განეკუთვნებოდა, ხოლო ახლა კი ტროპიკული ციკლონის დონემდე დაქვეითდა. ქარიშხალ „ირმას“ ფლორიდაში 9 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კარიბის ზღვის კუნძულებზე კი 35 ადამიანი.