ხურვალეთთან ახლოს, 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა, რომელმაც გამყოფი ხაზის სიახლოვეს ხნულის გავლება დაიწყო

ხურვალეთთან ახლოს, 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა, რომელმაც გამყოფი ხაზის სიახლოვეს ხნულის გავლება დაიწყო

სოფელ ხურვალეთთან ახლოს, ოკუპირებული ტერიტორიიდან 2 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა და გამყოფი ხაზის სიახლოვეს ხნულის გავლება დაიწყო.გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, როინ ადიკაშვილის განცხადებით, დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა იგივე ხნული განაახლეს, რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ გაავლეს. 

ადიკაშვილის თქმით, სხვა ტერიტორიებზე ამ წუთებში ტექნიკა არ მუშაობს და არც ახალი ხნულები გაუკეთებიათ. დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ხნულები ხანძარსაწინააღმდეგოა, არაფერი კავშირი არ აქვს სასაზღვრო ნაგებობებთან და სამუშაოების წარმოება დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენიმე თვის წინ დააანონსეს.