მიხეილ სააკაშვილი ლვოვში, სასტუმრო „ლეოპოლის“ წინ, ჟურნალისტების თანდასწრებით საზღვრის არაკანონიერად გადაკვეთის შესახებ ადმინისტრატიულ პროტოკოლს გაეცნო და მას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული 24-ე არხი ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის პროტოკოლი საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში უნდა გადაეცათ.
„ყველაფერი მარტივია. საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში უნდა გადმოეცათ პროტოკოლი. ვერ იტყვიან, რომ სადღაც ვიმალებოდი. ლვოვის მთავარ მოედანზე ვიყავი ათასობით ლვოველთან ერთად. მაგრამ რასაც ახლა აკეთებენ კანონის დარღვევაა“, - განაცხადა სააკაშვილმა.