სოსო ცისკარიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ თავად დაიდო საკმაოდ მყარი ბორკილები

სოსო ცისკარიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ თავად დაიდო საკმაოდ მყარი ბორკილები

ალბათ, პრეზიდენტი უკვე ფიქრობს საკუთარ როლზე ვეტოსთან დაკავშირებით და ცხადია, მას არ სურს, რომ ის იყოს ასეთი გადაწყვეტილების ერთადერთი ავტორი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის იმ განცხადების საპასუხოდ უთხრა, რომლის თანახმადაც, გიორგი მარგველაშვილი ოპოზიუციურ პარტიებს კონსტიტუციის პროექტის ალტერნატიული ვერსიის შექმნას სთავაზობს. 

ცისკარიშვილის განმარტებით, კარგი იქნება, თუ ალტერნატიული პროექტი დროულად მომზადდება და როგორც ვენეციის კომისიას, ასევე პარლამენტს გაეგზავნება.

„სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“, თუმცა ნამდვილად საინტერესო იქნება, არა მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, როგორი მიმართულებით დააფიქსირებენ ისინი საკუთარ მოსაზრებებს. ეს იქნება უკვე ხელმოსაკიდი შესაძლებლობა იმისა, თუ რა არის მიუღებელი იმაში, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ, მაგრამ ჩამოყალიბებული ალტერნატივა ჯერ ქაღალდზე არ გვინახავს. ალბათ, პრეზიდენტი უკვე ფიქრობს საკუთარ როლზე ვეტოსთან დაკავშირებით და ცხადია, მას არ სურს რომ, ის იყოს ასეთი გადაწყვეტილების ერთადერთი ავტორი.

თუ მოხერხდება რაც შეიძლება მალე მისი თხოვნის შესრულება, დოკუმენტის შექმნა თითოეულ იმ საკითხზე, რომელზეც უკვე დიდი ხანია მიდის დავა, მაგრამ მისი რაიმე ჩამოყალიბებული ვერსია არ ჩანს, კარგი იქნება. კიდევ უფრო უკეთესი, თუ კონსტიტუციური განცდების ერთიანი ნაყოფი იქნება მიწოდებული პარლამენტისთვისაც და პარალელურად ვენეციის კომისიისთვის. 

ჩემი აზრით, ცოტა ხანია საკმარისი ბატონი პრეზიდენტის შეთავაზების რეალიზაციისთვის და ამაზე ბევრი კამათი უსაგნოა. აქამდეც შესაძლებელი იყო ეს ყველაფერი აღწერილიყო აკადემიურად და პროექტი ყოფილიყო მთლიანად ჩამოყალიბებული ნაცვლად იმისა, რომელიც არ აწყობს ჩვენს საზოგადოებას და ცხადია, მომაბეზრებელია უკვე ოპოზიციური პარტიებისთვისაც“, - განაცხადა ცისკარიშვილმა. 

მისივე განცხადებით, ცვლილებებით, რომლითაც კონსტიტუცია მზადდება, ნამდვილად არ იქნება საქართველოს კონსტიტუცია. ეს იქნება „ქართული ოცნების“ კონსტიტუცია. 

„პრეზიდენტს, ალბათ, მაინც 6 სექტემბრის მოლოდინში გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი გააჩნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ძალიან ლაჩრულად მოიქცა და საერთოდ უარყო აუცილებლობა სტრასბურგში ამ თემაზე შესახვედრად წასულიყო, ცხადია, მოხდა ახალი შეთავაზება პრეზიდენტისგან, რომელიც ახლა უკვე ნაკლები ოპტიმიზმით არის განწყობილი კარს მომდგარი პარლამენტის მიერ კონსტიტუციის მესამე მოსმენის გამო. ცვლილებებით, რომლითაც კონსტიტუცია მზადდება, ნამდვილად არ იქნება საქართველოს კონსტიტუცია. ეს იქნება „ქართული ოცნების“ კონსტიტუცია. 

„ქართულმა ოცნებამ“ თავად დაიდო საკმაოდ მყარი ბორკილები და ახლა რატომღაც საკუთარი თავმოყვარეობის საფუძვლად ისინი ცდილობენ არანაირი შენიშვნა არ იქნას გაზიარებული. ეს არის წინდაუხედავი ნაბიჯი და უპირველეს ყოვლისა ასეთი მიდგომა სერიოზული საკვებია მათი წინამორბედი ხელისუფლებისთვის, რომელსაც სერიოზული არგუმენტი ექნება არსებული ხელისუფლების იმ ნაბიჯების უარყოფის, რომელსაც იგი აპირებს“, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.