სოფელ ფშაველსა და ართანაში ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ ფშაველსა და ართანაში ხანძარი ლიკვიდირებულია

სოფელ ფშაველსა და ართანაში ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ცოტა ხნის წინ განაცხადეს. წინასწარი ინფორმაციით, სოფელ ფშაველში დამწვარია დაახლოებით ტყის მასივის 1 ჰექტარი, ხოლო რაც შეეხება ართანას, რა ფართობის ტერიტორიაა განადგურებული, გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. ორივე ლოკაციაზე მონიტორინგის მიზნით რჩება ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და მორიგეობენ მეხანძრე-მაშველების ჯგუფი. ისინი ნახანძრალ ადგილებში მეტყევეებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში პრევენციულ და სამონიტორინგო სამუშაოებს განახორციელებენ.