ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბორჯომის ხეობასა და კახეთში გაჩენილი ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია შექმნა

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბორჯომის ხეობასა და კახეთში გაჩენილი ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია შექმნა

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ბორჯომის ხეობასა და კახეთში გაჩენილი ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია შექმნა. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ განუცხადა, კომისია შეისწავლის არსებულ ვითარებას, დაითვლის ზიანს და ზუსტად დადგინდება დამწვარი ფართობის ოდენობა. მისივე ინფორმაციით, შედეგები ეროვნულ სატყეო სააგენტოს თვის ბოლოს ეცოდინება.

”ბორჯომის ხეობასა და კახეთში იმუშავებს სპეციალურად შექმნილი კომისია. ეს კომისია დაკომპლექტდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, სპეციალისტებითა და უცხოელი ექსპერტებით. ისინი დაითვლიან ზიანს და ფართობს, შედეგები კი თვის ბოლოს იქნება ცნობილი”, - განაცხადა თორნიკე გვაზავამ. 

რაც შეეხება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აბასთუმნის უბანზე გაჩენილ ხანძარს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, 20 ჰა-ზე მეტ ფართობი დაიწვა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი წიწვოვან, ფიჭვნარ ტყეში გაჩნდა. ძირითადად დაიწვა ბალახი და ძირსნაყარი ტოტები. საფრთხე არ შექმნიათ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველებს.