-კრემლი მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებას არ აკვირდება, ვინაიდან ეს თემა უფრო პოლიტიკურ კლოუნადას განეკუთვნება

-კრემლი მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებას არ აკვირდება, ვინაიდან ეს თემა უფრო პოლიტიკურ კლოუნადას განეკუთვნება

კრემლი არ აკვირდება ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებას, ვინაიდან ეს თემა უფრო პოლიტიკურ კლოუნადას განეკუთვნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კრემლის დღის წესრიგში ძალიან ბევრი სერიოზული საკითხია, რაზეც თვალყურის დევნაა საჭირო და რითიც დაკავებული ვართ. არა მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების საკითხი სერიოზულ საკითხთა ნუსხაში შედიოდეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი უფრო პოლიტიკური კლოუნადის კატეგორიას განეკუთვნება.