ბოლნისის ოფისის გახსნა

ბოლნისის ოფისის გახსნა

ბოლნისში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაზე მაჟორიტარი დეპუტატი წარადგინეს

დღეს ბოლნისის რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა. ოფისი კოალიციის ლიდერებმა ზვიად ძიძიგურმა და სოზარ სუბარმა გახსნეს. პრეზენტაციაზე ლიდერებმა ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი დარეჯან ხვისტანი წარადგინეს. „ბოლნისში არ არსებობს ოჯახი სადაც ერთი ბავშვი მაინც არ არის გაჩენილი დარეჯან ხვისტანის ხელიდან“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.