გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში - ივანიშვილი, ევრაზიაში - პუტინი

გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში - ივანიშვილი, ევრაზიაში - პუტინი

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ხელისუფლებას ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამ მოთხოვნას უყენებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა, უნდა შეწყდეს მისი დევნა და უნდა მიეცეს საშუალება, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს.

”გუშინ უკრაინაში დამარცხდა პოროშენკო, საქართველოში დამარცხდა - ივანიშვილი, ხოლო ევრაზიაში - პუტინი. ეს ტალღა მხოლოდ იკრებს ძალას და აუცილებლად ჩამოვა საქართველოში. დღეს საქართველოს ხელისუფლებას და იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებად იწოდებიან, აქვთ ორი არჩევანი. ერთი, რომ მოიქცნენ ისე, როგორც იქცეოდა უკრაინაში იანუკოვიჩი, ისე როგორც იქცეოდა საქართველოში ასლან აბაშიძე, რომელსაც ჰყავდა პირადი პატიმრები, ან მოიქცნენ ისე, როგორც არის ხალხის, ქვეყნის და მათ ინტერესებში. ჩვენ, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოვუწოდებთ მათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს არის დევნა, რომელიც იმთავითვე დაკვეთილია ვლადიმერ პუტინის მიერ. ასევე, დაუყოვნებლივ უნდა აღუდგეს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა და მესამე, დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალება. პოლიტიკოსების ბედი ხალხის გადასაწყვეტია და არა მოღალატე ოლიგარქებისა - ეს ასეც იქნება. თქვენს და ქვეყნის ინტერესებშია რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს”, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.