მიხეილ სააკაშვილმა მის მიერვე აშენებული პარტია დაშალა და გამაერთიანებლის ნაცვლად, გაყოფის კატალიზატორი გახდა, - ასე აფასებს ”ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და მიერ როლს პოლიტიკაში.
კახიძე ქრონოლოგიურად აღწერს იმ სიტუაციას, რაც ”ნაციონალური მოძრაობის” დაშლამდე ხდებოდა.
“საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან ერთად, მოხდა მისი, როგორც პოლიტიკოსის გაორება, ერთი ფეხით უკრაინაში, მეორეთი კი სამშობლოში. იქ გუბერნატორი, რეფორმისტული დღის წესრიგით და აქ პარტიის არაფორმალური ლიდერი, ხელისუფლებაში მოსვლის ამბიციითა და გეგმებით. შარშან კამპანია ისე ჩავატარეთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ დაგვასახელებინა, მერე საპარლამენტო არჩევნების წინ იძახდა - ჩამოვალო და 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინელი პოლიტიკოსია და აქ ჩამოსვლას არ აპირებდა. არჩევნების მერე მოითხოვა პარლამენტის ბოიკოტი და სასურველი შედეგი რომ ვერ მიიღო, თანაგუნდელებისთვის გაყიდულები, მოღალატეები და ცუციკები აძახებინა. მერე პარტიის თავმჯდომარის ვაკანტურ, ცარიელ პოსტზე დათო ბაქრაძის არჩევას მისგან დისტანცირების გეგმა უწოდა, ციხეში მჯდომ თანაგუნდელზე “გარიგებულიო”
იძახა, შედეგად, მის მიერვე აშენებული პარტია დაშალა, გამაერთიანებლის ნაცვლად, გაყოფის კატალიზატორი გახდა. არადა, სულ სხვანაირად შეეძლო სიტუაციის წარმართვა, ეგოიზმი, დიდი ამბიციები, წაგების შემდგომი ფრუსტრაცია და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. შეგახსენებთ, რომ იმ პარტიის თავმჯდომარის სკამი კვლავ ცარიელია, ჩემი კოლეგები ენმ-დან მაინც პარლამენტში არიან, რევოლუციური სიმსუბუქე არსად ჩანს, აღმოჩნდა, რომ ჰოი, საოცრებავ და თურმე ბოკერიას უჩა მამაცაშვილისგან ცესკოში ფული არ აუღია (იმიტომ, რომ ბრალდების თანახმად, მელიაც იქ იყო და ახლა მაგისთვის ღალატის დაბრალება აღარ გამოდის), აღარც ბლანჟეიანებსა და პეროიანებზეა საუბარი, მოკლედ, დაბნეულობაა. რაც შეეხება ”ევროპულ საქართველოს” - ჩვენ ახალი პარტია დავაფუძნეთ და საძირკვლიდან დავიწყეთ შენება, რასაც დრო და მუშაობა sჭირდება, ჯერ მხოლოდ თვეებია გასული, ვნახოთ, რა გამოგვივა”, - აცხადებს კახიძე.