უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შესვლა „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე ან საიმიგრაციო სამსახურში უნდა გააფორმოს. ამის შესახებ არსენ ავაკოვმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, პროვოკაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა უსისხლოდ და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.
„თითოეული პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საზღვრის გარღვევაში და მესაზღვრეებზე და პოლიციელებზე თავდასხმაში პასუხს აგებს კანონის საფუძველზე“, - აღნიშნა შს მინისტრმა.
მისივე განმარტებით, „სააკაშვილმა და ყველამ, ვინც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აირჩიონ: მივიდნენ „შეგენის“ გამშვებ პუნქტზე და პროცედურები გაიარონ და/ან საიმიგრაციო სამსახურის დანაყოფს ეწვიონ“.
„საზღვრის გარღვევის ყველა მონაწილე, მათ შორის დეპუტატები, პოლიციაში უნდა მოვიდნენ ჩვენების მისაცემად“, - განაცხადა ავაკოვმა.
როგორც უკრაინის შს მინისტრმა აღნიშნა, ის შეეცადა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა მესაზღვრეები და პოლიციელები პოლიტიკური პროცესიდან გამოეყვანა.
„მე ავუკრძალე მათ იარაღი ან ფიზიკური ზემოქმედების საშუალებები გამოეყენებინათ“, - დასძინა ავაკოვმა.