უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება და გადაწყვეტილება სააკაშვილის მიმართ არაცივილიზებულია. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ, რადიო „თავისუფლებასთან“ განაცხადა.
მან პირობა დადო, რომ აღნიშნულ საკითხს ევროპარლამენტის სხდომაზე განიხილავენ. ასევე დასძინა, რომ პოლონეთი მძიმე პერიოდში პრეზიდენტ საააკაშვილის გვერდით იდგა, მაგალითად, 2008 წლის ომის დრო, ხოლო სააკაშვილი კი პოლონეთის გვერდით.
“სააკაშვილს უფლება აქვს, გაასაჩივროს უკრაინის ხელისუფლების უკანონო გადაწვეტილება , მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება. ჩვენი სოლიდორობა მიხეილ საააკაშვილს!“, - განაცხადა იაცენ სარიუშ ვოლსკიმ.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ათეულობით მხარდამჭერმა გუშინ, პოლონეთი-უკრაინის საზღვრის „შეგინის“ გამშვებ პუნქტთან კორდონები გაარღვია და უკრაინის ტერიტორიაზე საპასპორტო შემოწმების გარეშე შევიდა.