ოზურგეთში მერების წარდგენაზე გამართულ შეხვედრაზე, როცა პრემიერის გამოსვლა დასასრულს უახლოევდებოდა ხანდაზმული ქალი ცუდად გახდა.
გიორგი კვირიკაშვილი სიტყვის დასრულებისთანავე ხანდაზმულ ქლბატონთან მივიდა და მიმართა: "ნუ გეშინია დეიდა, ყველაფერი კარგად იქნება".
პრემიერ-მინისრმა ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვა.
პრემიერმა მხარის გუბერნატორს მერაბ ჭანუყვაძეს და ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს არჩილ თალაკვაძეს დაავალა, რომ თვალყური მიადევნონ ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობას და აუცილებლად შეატყობინონ მას.