საფრანგეთში ორმა დამნაშავემ ოთხი ადამიანი მოკლა, მათ შორის 3 და 5 წლის ბავშვები არიან

საფრანგეთში ორმა დამნაშავემ ოთხი ადამიანი მოკლა, მათ შორის 3 და 5 წლის ბავშვები არიან

საფრანგეთში, პროვინცია უაზაში, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს, რკინიგზის სადგურთან ოთხი ადამიანი დაცხრილეს, რომელთაგან ორი ბავშვია. ამის შესახებ „პარიზიენი“ იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ბავშვების ასაკი 3 და 5 წელია. გარდაცვლილია ბავშვების დედა და ოჯახის მეგობარი.

შემთხვევა დღეს, ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. ოჯახის მეგობარი ოჯახს ქალაქიდან აცილებდა, როდესაც მათ ორმა ადამიანმა ესროლა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი მოიკლა, მეორე კი გაიქცა. ამ დროისთვის მას სამართალდამცველები ეძებენ.

ამჟამად რკინიგზის სადგური პოლიციის მიერ არის შემოსაზღვრული, სადგურის თავზე კი ვერტმფრენი პატრულირებს. ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მომხდარზე ძალოვანები განცხადების გაკეთებას გეგმავენ.