იაცეკ სარიუშ-ვოლსკის ჩარევით და პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მატარებელი უკრაინის მიმართულებით დაიძვრება

იაცეკ სარიუშ-ვოლსკის ჩარევით და პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მატარებელი უკრაინის მიმართულებით დაიძვრება

"ინტერსითის" მატარებელში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, გამოაცხადეს, რომ მატარებელი უკრაინის მიმართულებით დაიძვრება.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ევროდეპუტატ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის ჩარევით და პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მატარებელი უკრაინის მიმართულებით დაიძვრება.

მანამდე, "ინტერსითის" მატარებელში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, გამოაცხადეს, რომ მატარებელი არ დაიძვრება, ვინაიდან მატარებელში იმყოფება მგზავრი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ აქვს.