მე ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ საქართველოში

მე ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ საქართველოში

მინდა ყველა მოვიკითხო საქართველოში, მე ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელში ასვლამდე „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის პოლონეთიდან უკრაინაში მხარდამჭერებთან, ევროპარლამენტარებთან და უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად მიემგზავრება.

„მინდა ყველა მოვიკითხო საქართველოში, მე ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ საქართველოში, ჩემთვის ეს არის ცხოვრების მიზანიც, ისევე, როგორც უკრაინის დახმარება ახლა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მატარებელში მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან და უმცროს ვაჟთან ერთად ავიდა. ის უკრაინაში მიემგზავრება.