მიხეილ სააკაშვილმა ჟეშოვში ბრიფინგი გააუქმა და პშემისლში გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილმა ჟეშოვში ბრიფინგი გააუქმა და პშემისლში გაემგზავრა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჟეშოვიდან პშემისლში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

ავტობუსში სააკაშვილთან ერთად დეპუტატთა ჯგუფია, რომელიც მას „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტში მიჰყვება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ჟეშოვში ბრიფინგი უნდა გაემართა, თუმცა გეგმები შეიცვალა და ბრიფინგი გაუქმდა.