დავით საყვარელიძე ლვოველ თანაპარტიელებს ღალატში ადანაშაულებს

დავით საყვარელიძე ლვოველ თანაპარტიელებს ღალატში ადანაშაულებს

ლვოველმა თანაპარტიელებმა მიხეილ სააკაშვილის დახვედრაზე უარი განაცხადეს. „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლვოვის განყოფილების კოორდინატორი ვასილ კური წერს. მისი თქმით, ის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ ბანაკის ლიდერობიდან ჩამომაშორა.

თანაპარტიელს სოციალური ქსელით ეხმიანება დავით საყვარელიძე:

  ,,მიუხედავად სხვადასხვა სახის დეზინფორმაციისა, რომელსაც ავრცელებენ არა მხოლოდ არამეგობრულად განწყობილები, არამედ ჩვენივე პარტიის წარმომადგენლები,  განსაკუთრებით ლვოვის რეგიონიდან - იმის შესახებ, რომ უარს აცხადებენ კრაკოვში გამგზავრებაზე, თითქოს ვინმეს უსაფრთხოების გამო.  მინდა განვაცხადო, რომ ეს განცხადება არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი სიმხდალე, ან ღალატი რიგი პირების მხრიდან.

ათასობით ადამიანი უკვე შეიკრიბა კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან, ყველაფერი ძალაშია! ველოდებით ლვოველებს და ყველა არაგულგრილ უკრაინელს დანიშნულ დროსა და დანიშნულების ადგილას“, - წერს დავით საყვარელიძე.

ვასილ კურის ინფორმაციით,   „შაბათს ე.წ. ბანაკი მოვაწყეთ გამშვები პუნქტიდან 200 მეტრში და მისი ხელმძღვანელი გახლდით. თუმცა საღამოს ლვოვის პოლიციის განყოფილების უფროსმა შემატყობინა, რომ ბანაკისკენ დაიძრა საავტომობილო კოლონა, რომელშიც მისივე ცნობით, არის იარაღი. მე ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე პარტიის ლიდერებს. ამის შემდეგ დეპუტატმა დერევიანკომ გასცა განკარგულება, რომ ეს მანქანები შეემოწმებინათ და არ დაეშვათ იარაღის ბანაკში მოხვედრა. მას შემდეგ რაც პოლიციამ და ბანაკის ხელმძღვანელებმა კოლონა გააჩერეს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ მე ბანაკის ლიდერობიდან ჩამომაშორა“, - წერს ვასილ კური.

კურის თქმით, სწორედ ამის შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლვოვის განყოფილება მიხეილ სააკაშვილის დახვედარაში მონაწილეობას არ მიიღებდა.