"სიმართლე ჩვენს მხარესაა" - მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინის საზღვართან მეუღლე და შვილიც ჩავლენ

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად პოლონეთში მისი მეუღლე, სანდრა რულოვსი და შვილი - ნიკოლოზ სააკაშვილი იმყოფებიან.

როგორც სანდრა რულოვსი აცხადებს, ისინი მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინის საზღვართან გაემგზავრებიან.

„ვიცით, რომ სიმართლე ჩვენ მხარესაა, ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ ყველაფერს. მიშას მხარს ვუჭერთ, როგორც ყოველთვის. ნიკუშაც აქ არის და ჩვენ არ გვეშინია, დავეხმარებით,“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.