რუსეთში რეგიონული არჩევნები იმართება

რუსეთში რეგიონული არჩევნები იმართება

რუსეთში დღეს რეგიონული არჩევნები იმართება. მოსკოვის დროით 08:00 საათზე რუსეთის რეგიონებში საარჩევნო უბნები გაიხსნა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირებს აირჩევენ.

საარჩევნო უბნები ასევე გაიხსნა ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ სევასტოპოლში, სადაც პირველად ტარდება აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევნები.

სხვადასხვა დონის არჩევნები დღეს რუსეთის 82 რეგიონში ტარდება, მათ შორის რუსეთის ფედერაციის 16 სუბიექტში რეგიონების ხელმძღვანელებს ირჩევენ, ექვს რეგიონში კი რეგიონულ პარლამენტებს.