მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლას ავტობუსით შეეცდება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლას ავტობუსით შეეცდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შესვლას ავტობუსით შეეცდება.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ავტობუსი უკვე მიემართება პოლონეთი-უკრაინის საზღვრისკენ, სადაც დღეს დილით ოდესის ყოფილი გუბერნატორი პრესკონფერენციას გამართავს და შემდეგ რეპორტიორებთან ერთად შეეცდება უკრაინის საზღვრის გადაკვეთას.

სამგზავრო ავტობუსში იმყოფებიან უცხოური პრესის წარმომადგენლებიც. როგორც სააკაშვილის თანაშემწე ამბობს, მათ შორის არის „ფრანს პრესის“, „ასოშიეთედ პრესისი“, „ფრანკფურტერის“ რეპორტიორები.