მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალურობა, ეს არის ”ქართული ოცნების” დამსახურება

მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალურობა, ეს არის ”ქართული ოცნების” დამსახურება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ხვალ დაგეგმილ ჩასვლასთან დაკავშირებით მცირე კომენტარს აკეთებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალურობა, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს მთლიანად სამართლებრივ პროცედურებზეა დამოკიდებული.

”მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა პოლიტიკური აქტუალურობა. ეს არის მთავარი და ეს არის ”ქართული ოცნების” დამსახურება. ჩვენ პოლიტიკური ინტერესები არ გვაქვს, რადგან ის არ არის პოლიტიკურად აქტუალური ფიგურა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს, პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. სააკაშვილი უკრაინაში შესვლას კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან აპირებს. მას საზღვართან მხარდამჭერები და პოლიტიკოსები დახვდებიან.