მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას, უმცროს შვილთან ერთად აპირებს

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას, უმცროს შვილთან ერთად აპირებს

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას, უმცროს შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად აპირებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ფოტოები გაავრცელა სათაურით - „მორჩა, მივემგზავრებით კრაკოვეცში, უკრაინაში“.

ცნობილია, რომ 10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები და პოლიტიკოსები დახვდებიან. პოლონეთში ჩავიდა ასევე უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელიც შეეცდება, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთაში დაეხმაროს.