დავით ნარმანიას განცხადებით, მის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

დავით ნარმანიას განცხადებით, მის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა სად გააგრძელებს საქმიანობას და ვისთან მიმდინარეობს კოსულტაციები, ნარმანია არ აკონკრეტებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი კონსტულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

”მითქმა-მოთქმა უამრავი იყო და იქნება მომავალშიც, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული კონსულტაციების შედეგად. ასე რომ, მიმდინარეობს კონსულტაციები და დაველოდოთ შედეგებს. ჩემი ვარაუდი გამართლდება ოქტომბრის ბოლოს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.