პარლამენტი საშემოდგომო სესიას ხვალ გახსნის

პარლამენტი საშემოდგომო სესიას ხვალ გახსნის

საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას ხვალ გახსნის.  რეგლამენტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიას 5 სექტემბერს ბიუროს სხდომით გახსნის, ხოლო 6 სექტემბერს პლენარულ სხდომას მოიწვევს.

პარლამენტმა მიმდინარე სასესიო კვირას შესაძლოა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე იმსჯელოს. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა თორდიას აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი შეცვლის.

შეგახსენებთ, რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.