ტურისტთა რეკორდული რაოდენობა აგვისტოში,  საერთაშორისო მოგზაურთა  რაოდენობამ ერთ თვეში  მილიონს გადააჭარბა

ტურისტთა რეკორდული რაოდენობა აგვისტოში, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ ერთ თვეში მილიონს გადააჭარბა

2017 წლის აგვისტოში  საქართველოს 1,080,449  საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 232,068-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +27.4%)-ია.   აგვისტოს თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 573,368 შეადგინა, რაც 122,721-ით მეტია 2016 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +27.2%).

საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ზაფხულის სეზონზე. ივნისი-აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 2,729,429 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, რაც 597,527-ით მეტია გასული წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით. (ზრდა +28%) რაც შეეხება იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს ზაფხულის სეზონზე 1,421,031 შეადგინა,  რაც 350,168-ით მეტია გასული წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდთან შედარებით (ზრდა +32.7%) 

8 თვეში საქართველოს 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2017 წლის იანვარი - აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 5,059,106 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 804,263-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.9%)-ია.

იანვარი - აგვისტოს მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2,402,699 შეადგინა, რაც 546,537-ით მეტია 2016 წლის იანვარი - აგვისტოს  მაჩვენებელზე (ზრდა +29.4%).

2017 წლის იანვარ - აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), სომხეთიდან (+16.8%), რუსეთიდან (+33.9%), თურქეთიდან (-6,6%) და ირანიდან (+141.9%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - აგვისტო გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +38%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +31% და საფრანგეთი +29%.

 განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +196%, ქუვეითი +178%, ირანი +142% და ინდოეთი +99%.

ქვეყანა  2016: იანვარი -აგვისტო  2017: იანვარი - აგვისტო     ცვლილება         ცვლილება %

1       აზერბაიჯანი     1,039,991   1,148,484   108493       10.4%

2       სომხეთი   943,389      1,101,479   158090       16.8%

3       რუსეთი    713,728      955,475      241747       33.9%

4       თურქეთი 870,773      813,039      -57734       -6.6%

5       ირანი        91,282        220,810      129528       141.9%

6       უკრაინა    117,357      135,325      17968         15.3%

7       ისრაელი   60,437        84,555        24118         39.9%

8       საუდის არაბეთი        15,565        46,140        30575         196.4%

9       ყაზახეთი  36,276        42,332        6056 16.7%

10     პოლონეთი         31,019        37,226        6207 20.0%

11     ინდოეთი  18,302        36,403        18101         98.9%

12     გერმანია   26,441        35,010        8569 32.4%

13     ბელარუსი 26,449        34,723        8274 31.3%

14     ა შ შ  23,547        29,869        6322 26.8%

15     გაერთიანებული სამეფო     12,899        16,933        4034 31.3%

 

მონაცემები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.