ჩვენი ზე-მიზანი უნდა იყოს, თბილისი მოხვდეს ლიდერ ქალაქთა შორის

ჩვენი ზე-მიზანი უნდა იყოს, თბილისი მოხვდეს ლიდერ ქალაქთა შორის

ჩვენი ზე-მიზანი უნდა იყოს, თბილისი მოხვდეს ლიდერ ქალაქთა შორის, - ამის შესახებ პარტია ”ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, ვაშაძე საქართველოს გლობალურ ლიდერ სახელმწიფოთა, თბილისის კი ლიდერ ქალაქთა შორის მოხვედრას გეგმავს.

მისი თქმით, დღევანდელი ჩვენი მდგომარეობით შუალედური გზა არ არსებობს და ”გზით, რომლითაც მივდივართ, ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ”.

"თანამედროვე გლობალური სამყარო დიდ გამოწვევებს და დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს, მაგრამ ამ დიდ გამოწვევებსა და შესაძლებლობებში გადარჩება მხოლოდ ის, ვინც ძლიერია, მხოლოდ ის, ვისაც შეუძლია განსაზღვროს რა უნდა. წარმატება და წარუმატებლობა ეს არის ორი გზა, რომელიც შეიძლება ქვეყნებს ჰქონდეს, შუალედური გზა არ არსებობს. დღევანდელი ჩვენი მდგომარეობით, იმ გზით, რომლითაც მივდივართ წარმატებას ვერ მივაღწევთ. იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ უნდა გვქონდეს დიდი ამბიციები, უნდა ჩავიკეტოთ ჩვენს თავში, რომ უნდა ვიყოთ სტანდარტულად განვითარებული ქვეყანა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავაკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე ვაკეთებთ დღეს. მეორე მხრივ, შეიძლება გვქონდეს ალტერნატიული გზა, როცა ჩვენ ვერთიანდებით ჩვენი ზე-მიზნის გარშემო. ჩვენი ზე-მიზანი კი უნდა იყოს, მოხვდეს საქართველო გლობალურ ლიდერ სახელმწიფოთა, თბილისი კი - ლიდერ ქალაქთა შორის. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავის ისტრიული როლი ძლიერ ქვეყანათა შორის და თბილისი უნდა გახდეს ძლიერი ქალაქების ნაწილი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად შევძლებთ გაერთიანებას და წარმატების მიღწევას”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.