ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ გააჩნია, ამიტომ, ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ

ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ გააჩნია, ამიტომ, ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ

არც ერთი ნიშნით ჩვენს ოპონენტებს არ ეტყობათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევა სურთ - ულტიმატუმის თემამ კონსენსუსის მიღწევის პერსექტივა მოხსნა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

“რასაკვირველია, კონსენსუსი მნიშვნელოვანია და სიტუაციას ეს უფრო წაადგებოდა, ვიდრე შეუთანხმებლობა, მაგრამ არანაირად, არც ერთი ნიშნით, ჩვენ ოპონენტებს არ ეტყობათ, რომ სურთ კონსენსუსს მივაღწიოთ. მოლაპარაკებას აქვს თავისი წესი - ყველა საკითხი, რომელიც დღის წესრიგშია, მაგიდაზე იდება, მასზე მიდის ყოველმხრივი მსჯელობა. შემდეგ გამოჩნდება, სად არის წითელი ხაზი. თავიდანვე წითელი ხაზების გავლებამ, ულტიმატუმის თემამ კონსენსუსის მიღწევის პერსპექტივა დღის წესრიგიდან მოხსნა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა უმრავლესობა ვენეციის კომისიის რჩევას, საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო, მესამე მოსმენით მიღებამდე, კომისიის საბოლოო დასკვნისთვის დალოდების შესახებ, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ გააჩნია.

“ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ვოლსკიმ