სომხეთს საქართველოში მიმდინარე ნატოს სამხედრო წვრთნა Agile Spirit 2017-ში მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადი არ გაუკეთებია. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ არტაკ ზაკარიანმა განაცხადა.
„ვერ ვხვდები, რატომ მოხვდა სომხეთი წვრთნის მონაწილეთა სიაში. სომხეთის შეიარაღებულ ძალებში არასდროს უთქვამთ, რომ მორიგ წვრთნაში მიიღებდნენ მონაწილეობას. არც ის ვიცი, რატომ ამბობენ ქართული წყაროები, რომ სომხეთის მხარემ სწავლებაში მონაწილეობაზე უარი ბოლო მომენტში თქვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წვრთნაზე უარი მასში აზერბაიჯანის მონაწილეობის ან მესამე ქვეყნის ჩარევის გამო არ უტქვამს. რაც შეეხება ნატოს, ის იყო და დარჩება ჩვენს პარტნიორად. ამასთან, სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრია, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია, “-აღნიშნა ზაკარიანმა.