გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ამჟამად თურქეთის ადგილი ევროკავშირში არ არის. „მე ვერ ვხედავ თურქეთს ევროკავშირის შემადგენლობაში და არც არასოდეს ვხედავდი“, - განაცხადა ანგელა მერკელმა მარტინ შულცთან გამართულ წინასაარჩევნო დებატებისას.
ანგელა მერკელის თქმით, გერმანიას თურქეთში გერმანიის მოქალაქეების დაჭერაზე პასუხის გაცემა ეკონომიკური ზომების გამოყენებით შეუძლია.
როგორც მერკელმა აღნიშნა, „თურქეთი საოცრად შორდება ევროპას“.
ანგელა მერკელმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაზე და დასძინა, რომ თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს.