აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეის შესაძლო საფრთხეს სამხედრო ძალის მასშტაბური გამოყენებით გასცეს პასუხი

აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეის შესაძლო საფრთხეს სამხედრო ძალის მასშტაბური გამოყენებით გასცეს პასუხი

აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეის შესაძლო საფრთხეს, მათ შორის აშშ-ს მოკავშირეებზე მიმართულ საფრთხეს, სამხედრო ძალის მასშტაბური გამოყენებით გასცეს პასუხი, - აღნიშნულის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა.

„აშშ-ზე და მის ტერიტორიებზე, მათ შორის გუამზე ან აშშ-ს მოკავშირეებზე მიმართულ ნებისმიერ საფრთხეს სამხედრო პასუხი გაეცემა. პასუხი როგორც ეფექტური, ასევე ყოვლისმომცველი იქნება“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

ჯეიმს მეტისის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ყური უნდა უგდოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს.

„გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყველა წევრი ერთსულოვნად დაეთანხმა ჩრდილოეთ კორეის საფრთხის შეფასებას“, - აღნიშნა თავდაცვის მდივანმა.

ჯეიმს მეტისის განმარტებით, აშშ არ მიისწრაფის ჩრდილოეთ კორეის ტოტალური განადგურებისკენ.

„როგორც აღვნიშნე, ჩვენ მოქმედების ბევრი ვარიანტი გვაქვს. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების დაცვის შესაძლებლობები გვაქვს“, - დასძინა მან.