კახეთში ხანძრის ეფექტური ლიკვიდაციის მიზნით, გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა

კახეთში ხანძრის ეფექტური ლიკვიდაციის მიზნით, გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კახეთში ჩავიდა და საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ სირაძისა და კახეთის რეგიონის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილისგან კახეთის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ხანძრის ეფექტური ლიკვიდაციის მიზნით, გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა.

თათბირის შემდეგ, შს მინისტრმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელა და ყველა ის ადგილი დაათვალიერა, სადაც ამ დროისთვის ხანძრის ქრობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ეროვნული სატყეოს სააგენტოს თანამშრომლები, ხანძრის კერების უმოკლეს ვადაში ლიკვიდირების მიზნით, მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია 4 ვერტმფრენი.