საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, საგანგებო შტაბში თათბირი გამართა. თათბირზე მინისტრმა ხანძრის შესახებ არსებული მდგომარეობა მოისმინა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ამ დროისთვის გიორგი მღებრიშვილი ვერტმფრენით საკონტროლო შემოფრენას ანხორციელებს.
შეგახსენებთ, რომ თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ ხანძარი გუშინ გაჩნდა. შილდაში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.