ათასობით ამერიკელი სამხედროსა და სპეცსამსახურის თანამშრომლის პირადი ინფორმაცია შეცდომით ინტერნეტში მოხვდა

ათასობით ამერიკელი სამხედროსა და სპეცსამსახურის თანამშრომლის პირადი ინფორმაცია შეცდომით ინტერნეტში მოხვდა

ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურისა და სპეცსამსახურის თანამშრომელთა პირადი ინფორმაცია ინტერნეტში მოხვდა. როგორც გამოცემა The Hill იუწყება, ამის მიზეზი ინფორმაციის დაცვის სისტემაში არსებული შეცდომა გახდა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, მისამართები, ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტა და აშშ-ის არმიაში მომსახურეთა რეზიუმე რეკრუტინგული კომპანიისთვის გროვდებოდა. ყველა ინფორმაცია cloud server-ზე განთავსდა, საიდანაც თავისუფლად იყო შესაძლებელი ამ ინფორმაციის გადმოწერა.

სისტემაში არსებული შეცდომა ივლისში ფირმა Upguard-ის თანამშრომელმა კრიკ ვიკერიმ აღმოაჩინა. თუმცა, საერთო წვდომის სივრციდან მასალების ამოღება შესაძლებელი აგვისტოში გახდა.

ის იმედოვნებს, რომ ფირმა ერთადერთია, რომელმაც ეს მასალები აღმოაჩინა.