კახეთში, ხანძრის ჩაქრობის სამშაოებში 4 ვერტმფრენი არის ჩართულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შილდის და ართანის გარკვეულ მონაკვეთებზე, ხანძარი ნაწილობრივ ლოკალიზებულია.
„ვერტმფრენებით და მაშველებით აქტიურად ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. სამივე მიმართულებით ჩართულია ცოცხალი ძალა და 4 ვერტმფრენი. შილდის და ართანის ნაწილში ხანძარი ნაწილობრივ ლოკალიზებულია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, კახეთში ხანძარი : მთა-თუშეთში, სოფელ ართანას მახლობლად კოხტას მთის ფერდობზე და სოფელ შილდაში გუშინ გაჩნდა.