საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი კიევში, საიმიგრაციო სამსახურში, ბოგომოლცის 10-ში იმყოფება.
მასთან ცოტა ხნის ადვოკატები, მათ შორის დავით საყვარელიძე, მივიდნენ. საყვარელიძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი უკანონოდ დააკავეს, რადგან შესაბამისი ოქმი არ გაფორმდა.
თავად სააკაშვილი ამბობს, რომ დილით პოლიციის ორი მანქანით მასთან 8-10 ადამიანი მივიდა და უთხრეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა წამოსულიყო. თუმცა, სამინისტროს ნაცვლად საიმიგრაციო სამსახურში მიიყვანეს.
მიგრაციის სამსახურის ცნობით, დავით სააკაშვილზე გაცემული ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულია. შესაბამისად, მას უკრაინაში ყოფნის უფლება არ აქვს.