საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია დავით სააკაშვილს დეპორტაციისთვის ამზადებენ, - აღნიშნულის შესახებ უკრაინულ ტელეარხს 112-ს უკრაინის შს მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა ილია კივამ განუცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის ძმა დაკავებულია უკრაინაში ყოფნის რეჟიმის დარღვევის გამო. საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია მას დეპორტაციისთვის ამზადებენ“, - განაცხადა ილია კივამ.
უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა დავით სააკაშვილი დააკავეს.