საჭიროა შესაბამისი მომზადება ფხენიანის მზარდი საფრთხის შესაკავებლად

საჭიროა შესაბამისი მომზადება ფხენიანის მზარდი საფრთხის შესაკავებლად

აშშ-სა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და მუნ ჩჟე ინი სატელეფონო საუბარში შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაზე წნეხის განხორციელება გააგრძელონ.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ „ჩრდილოეთ კორეაზე მკაცრი დიპლომატიური და ეკონომიკური წნეხის განხორციელების გაგრძელების შესახებ“.

„საჭიროა შესაბამისი მომზადება ფხენიანის მზარდი საფრთხის შესაკავებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა თავდაცვით სფეროში.

მათ ასევე განიხილეს კოორდინირებული საპასუხო ზომები ჩრდილოეთ კორეის დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებთან დაკავშირებით და აშშ-ს, სამხრეთ კორეისა და იაპონიის თანამშრომლობა აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში.