გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელს დამოუკიდებელ პროფკავშირებზე ზეწოლაში ამხელენ

გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელს დამოუკიდებელ პროფკავშირებზე ზეწოლაში ამხელენ

გაერთიანებული პროფკავშირების ლიდერის ირაკლი პეტრიაშვილის მხრიდან დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებზე ზეწოლის საკითხს დღეს „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში პრესკონფერენცია მიეძღვნება.

პრეს–კლუბში საგანგებო ბრიფინგს საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვების და გადამამუშავებელი მრეწველობის დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობის წევრი მაკა ჩიქოვანი გამართავს.

დამოუკიდებელ პროფკავშირებზე ირაკლი პეტრიაშვილის მხრიდან ზეწოლის საკითხზე საგანგებო ბრიფინგი 14:00 საათზე ჩატარდება.