დიპლომატიური სკანდალი:  რუსეთის საგარეო უწყებას სან-ფრანცისკოში საკონსულოს დახურვისთვის მიცემული ვადა ეწურება

დიპლომატიური სკანდალი: რუსეთის საგარეო უწყებას სან-ფრანცისკოში საკონსულოს დახურვისთვის მიცემული ვადა ეწურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიცემული ვადა, სან-ფრანცისკოში გენსაკონსულოს დახურვის თაობაზე,  შეერთებული შტატების დროით, საღამოს 8 საათზე ეწურება.

საკონსულოს გარდა, ასევე უნდა  დაიხუროს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში მდებარე რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობაც. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ ვაშინგტონში გადაწყვეტილება რუსეთის პროვოკაციული ქმედებების საპასუხოდ მიიღეს.