ართანის მახლობლად კოხტას მთაზე ხანძრის ჩაქრობისთვის დასახმარებლად ვერტმფრენი მოვითხოვეთ, ველოდებით პასუხს, - ამის შესახებ ართანაში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ბესიკ გაიპარაშვილმა პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ტყეში ხანძრის ორი კერაა, დამწვარია ერთი ჰექტარი, დიდ ფართობზე ხანძრის გაჩენის საშიშროება დიდია. მისივე ვარაუდით, ხანძრის გაჩენის მიზეზი ღამით ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს მეხის ჩამოვარდნაც შეიძლება გამხდარიყო.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად კოხტას მთის ფერდობზე ხანძარია. მოსახლეობამ კვამლი დილით შენიშნა და შესაბამის სამსახურს შეატყობინა.