ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას გავავრცელებდით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები შედგა

ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას გავავრცელებდით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები შედგა

ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას გავავრცელებდით, ბუნებრივია, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას მაღალი შეფასება აქვს მიცემული. 

”ჩვენ ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას გავავრცელებდით, მანამდე ბუნებრივია შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს შორის. სწორედ ასეთი კონსულტაციების შემდეგ გაკეთდა ჩვენი მხრიდან განცხადება. რაც შეეხება პროცესებს, ჩვენ ოპოზიციის მხრიდან უმარტივეს კითხვაზე მოვითხოვეთ პასუხის გაცემა. პასუხის მიუღებულობის შემდეგ შეუძლებელი გახდა დისკუსიის წარმოება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ჩიხში შეიყვანა პროცესი. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, კონსენსუსის არმიღწევა როგორც ჩანს, იყო ოპოზიციის თვითმიზანი. ვენეციის კომისიამ დოკუმენტის ხარისხი შეაფასა მაღალ დონეზე და რადგან ოპოზიცია ხარისხზე ვერაფერს ამბობს, ისინი ყურადღებას ამახვილებენ კონსენსუსის არარსებობაზე. მათ ეგონათ, რომ ისინი მოგებულები დარჩებოდნენ, თუმცა ქართველი ხალხი დარჩა მოგებული, რომელმაც დახვეწილი კონსტიტუცია მიიღო”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.